სუსტი დენები არის შენობის დაბალი ძაბვის სისტემები: სახანძრო სიგნალიზაცია, ვიდეო მეთვალყურეობა, დაშვების კონტროლი, დომოფონი, კომპიუტერული ქსელი და სტრუქტურირებული კაბელი. AXIA ამ სისტემებს აპროექტებს, აწვდის დაამონტაჟებს როგორც ერთი პასუხისმგებელი პარტნიორი.
რომელ სისტემებს ვაპროექტებთ
- სახანძრო სიგნალიზაცია (POLON-ALFA)
- საევაკუაციო გახმოვანება (Eurofyre Crisis)
- ვიდეო მეთვალყურეობა (NOVUS, Tiandy)
- დაშვების კონტროლი
- IP ვიდეო დომოფონები
- სტრუქტურირებული კაბელები და სერვერული კარადები (BKT Elektronik)
- ქსელური მოწყობილობები და ინდუსტრიული ქსელები (Teltonika Networks)
რას მოიცავს სუსტი დენების პროექტი
- სისტემების შემადგენლობის განსაზღვრა შენობის დანიშნულების მიხედვით
- მოწყობილობების განთავსება სართულების გეგმებზე
- კაბელების მარშრუტები და საკომუნიკაციო კარადების განთავსება
- მოწყობილობებისა და კაბელის სპეციფიკაცია
- სერტიფიკატები და დოკუმენტაცია ექსპერტიზისთვის
რატომ ერთი პარტნიორი
როცა პროექტი, მიწოდება და მონტაჟი ერთი კომპანიის ხელშია, სისტემები ერთმანეთს ადრეულ ეტაპზევე ეწყობა და პასუხისმგებლობა არ ნაწილდება რამდენიმე კონტრაქტორზე. AXIA-ს აქვს 150-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.
ატვირთეთ პროექტი კალკულაციისთვის ან დაგვირეკეთ: 0322 05 08 28.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის სუსტი დენები?
სუსტი დენები ეწოდება შენობის იმ სისტემებს, რომლებიც მუშაობენ დაბალ ძაბვაზე და ემსახურებიან უსაფრთხოებას, კომუნიკაციასა და მონაცემთა გადაცემას, მაგალითად სახანძრო სიგნალიზაციას, ვიდეო მეთვალყურეობას და კომპიუტერულ ქსელს.
მშენებლობის რომელ ეტაპზე სჯობს სუსტი დენების პროექტირება?
რაც შეიძლება ადრე, მოსაპირკეთებელ სამუშაოებამდე, რადგან კაბელების მარშრუტები და კარადების ადგილები შენობის სხვა საინჟინრო სისტემებთან უნდა შეთანხმდეს.
რა ღირს სუსტი დენების პროექტი?
ფასი დამოკიდებულია შენობის ფართზე და სისტემების ჩამონათვალზე. ნახაზის გამოგზავნის შემდეგ კომერციულ შეთავაზებას 1 სამუშაო დღეში მიიღებთ.
მონტაჟსაც ასრულებთ?
დიახ: მიწოდება, მონტაჟი, კონფიგურაცია, ჩაბარება, გარანტია და შემდგომი მომსახურება.